"ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმიანება. კანდელაკი მაია ფანჯიკიძის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს.
,, სოჭისა ოლიმპიადის დასრულებისთანავე, რომელიც შეძლებისდაგვარად რუსეთის ფედერაცია შეეცადა გამოეყენებინა საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციის მისაღწევად, განახლდა ოკუპაციის ხაზზე ბარიერებისა და მავთულხლართების აღმართვა, განახლდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ამ ფონზე ძალიან შემაშფოთებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მორიგი სუმბურული, ბუნდოვანი განცხადება", _განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკი მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ასევე მთავრობისგან საზოგააოებას მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია ერთის მხრივ რა ხდება რეალურად, ხოლო მეორე მხრივ რას აკეთებენ საოკუპაციო სამუშაოების შესაჩერებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა შესაძლოა დარჩეს და აღარ მოიშალოს.