მოსკოვი შეშფოთებულია უკრაინაში დიდი რუსი მხედართმთავრის მიხეილ კუტუზოვის ძეგლის ჩამოგდებით და უკრანის ახალი ხელისუფლებისგან „ამ განუკითხაობის შეჩერებას" მოითხოვს. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთში შეშფოთებულნი არიან უკრანაში მიმდინარე კამპანიით, რომელიც ძეგლების ჩამოგდებაში გამოიხატება. გუშინ მორიგი ბარბაროსული აქცია განხორციელდა ლვოვის ოლქში დასაც დიდი რუსი მხედართმთავრის მიხეილ კუტუზოვის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.
უკრაინის ახალი ხელისუფლებისგან მოვითხოვთ შეაჩეროს ეს განუკითხაობა",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.