2013 წელს ქართულ ავიაბაზარზს 6 ავიაკომპანია შემატა, რამაც მგზავრთგადაყვანა მნიშვნელოვნად გაზარდა.
„2013 წელი ქართულ ავიაბაზარზე ასევე 6 ახალი კომპანიის შემოსვლითაც არის მნიშვნელოვანი. საქართველოში ფრენები დაიწყო უნგრეთის, ისრაელის, უკრაინის, თურქეთის თითო და ერაყის ორმა ავიაკომპანიამ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოსკენ მომავალი მგზავრთნაკადის ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზე. კერძოდ, 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით გაიზარდა და 1,562,000 მგზავრი შეადგინა"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.