დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანო - საერთო კრება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ახალი თავმჯდომარე ასიციაციას 2017 წლამდე უხელმძღვანელებს.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებენ, არჩევნებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი - ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი მამუკა მდინარაძე ჰყავს.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი სათანადოდ ინფორმირებულია თავმჯდომარეობის კანდიდატების, მათი საარჩევნო პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ. კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავისუფლად შეხვედროდნენ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, მობილური ქსელის საშუალებით, თითოეული ადვოკატისთვის მიეწოდებინათ შეტყობინება მხარდამჭერი შეხვედრებისა თუ თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების არჩევნების შესახებ, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე, კანდიდატების მხრიდან, ადგილი მაინც ჰქონდა ისეთ პრეტენზიებს, როგორიცაა ასოციაციის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, ნაკლები ფინანსური რესურსი, ხელისუფლების მცდელობებზე მითითება სასურველი კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები".