თბილის მერი გიგი უგულავა შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს. როგორც უგულავამ საკითხის კომენტირებისას ახლა მნიშვნელოვანია პროცესზე მონიტორინგი განხორციელდეს,
,,ძალიან კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ რომ ჩიჩინი ჭრის . აუცილებელია, როდესაც მთავრობა საზოგადოების, ხალხის და ქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს. მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ბოლომდე მივიყვანოთ და მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ერთია გადაწყვეტილება რომ კონტრაქტორს გაუგრძელდეს ხელშეკრულება, მეორე თვითონ სამუშაოები დაიწყოს.
ამიტომ ჩვენ ბოლომდე უნდა მივსდიოთ, რომ სამინისტროების ლაბირინთებში ეს გადაწყვეტილება არ გაჩერდეს და მანამდე არ მოვისვენოთ, სანამ სამუშაოები არ განახლდება.
რკინიგზა დასრულდება და ქალაქისთვის 80 ჰექტარი ტერიტორია გამონთავისუფლდება. მე ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ოპერატიულობის თვალსაზრისით დღევანდელი მთავრობა ანუ ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილის მთავრობას ჯობია, იმიტომ, რომ მთელი ერთი წელი ამას ვითხოვდით, დავსხდეთ და შევაჯეროთ. ის, რაც გაკეთებულია წყალში არ გადავყაროთ, და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ერთი წელიწადი,უბრალოდ დავკარგეთ. სწორედ ასეთმა გაჩერებულმა პროექტებმა გამოიწვია ეკონომიკის ზრდის შეჩერება.
მე მიმაჩნია, რომ ეხლა ჩვენ ერთის მხრივ მონიტორინგი უნდა გავუწიოთ იმას, რომ ყველაფერი რეალობად იქცეს და მეორეს მხრივ გავაგრძელოთ ჩიჩინი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააჩერა ხიდის მშენებლობა, რომელიც ვეფხისა და მოყმიდან სამტრედიის ქუჩაზე უნდა გადასულიყო და ესეც არსებითი მნიშვნელობის მქონეა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ეხლა ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა და დარწმუნებული ვარ ერთი წელი ამჯერად არ დაგვჭრდება, უფრო სწრაფად შევძლებთ შედეგის მიღწევს.
დავინახეთ რა დიდი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქალაქის მთავრობა და ცენტრალური მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომ ყოფილიყო თბილისის მერიაში ოცნების წარმომადგენელი, ისევე ჩუმად ისხდებოდნენ, როგორც დღეს ოცნების უმრავლესობა ჩუმად იჯდა და შემოვლით რკინიგზაზე ხმა არ ამოუღია. დღევანდელ ვითარებაში საქმის კეთების წინაპირობა, იმისათვის რომ პროექტები არ გაჩერდეს და ეკონომიკა განვითარდეს, არის სწორედ ჯანსაღი ოპონორება ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას შორის. სულ ერთია მერი მე ვიქნები, თუ ვინმე სხვა, მთავარია მომდევნო წლებში თბილისის მერიაში იყოს ცენტრალური მთავრობის ოპოზიციური მერი იმისათვის, რომ შედეგი დადგეს და რეალურად საქმე გაკეთდეს. ამ კონკრეტულ მაგალითზე დავინახეთ, რომ სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი საქმის კეთება და ის სიცრუე, რომელსაც ცდილობენ შემოგვასაღონ, რომ საქმე იმიტომ არ კეთდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან თურმე ცენტრალურ მთავრობაში და მერიაში ეს აბსოლუტურად არასწორია. ჩვენ დავინახეთ, რომ პირიქით ეს არის წინაპირობა რათა პროექტები განვითარდეს, არ გაჩერდეს და შესაბამისად ხალხი დასაქმდეს", _განაცხადა უგულავამ.