შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც მიხედვით ჯარიმები უნდა შემცირდეს საგზაო წესების დარღვევს მატებას არ გამოიწვევს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ განმარტა ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესტანი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
,,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესტანი ცვლილებები დაჩქარებული წესით გავიტანეთ მთავრობაზე, ასევე დაჩქარებული წესით გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე შემცირებული იქნება ჯარიმების უმეტესობა, ასევე საურავები", _განაცხადა ჭიკაიძემ.