უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ აქციების ჩატარების საფუძველი ამოწურულია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აზაროვის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება შუფერხებლად მუშაობს.
„უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მან მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა ყველამ სამართლებრივ ფაქტად უნდა მიიღოს და პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია უნდა შეჩერდეს",_ აცხადებს აზაროვი და აქციებზე მდგარი ხალხის მისამართით ამბობს, რომ მათი ლიდერები მათ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ.
„მინდა ხალხს ვუთხრა: თქვენი ლიდერები თქვენ დანაშაულის ჩადენისკენ გიბიძგებენ. ისინი შემდეგ სადეპუტატო იმუნიტეტს ამოეფარებიან თქვენ კი ვერაფერს ვერ ამოეფარებით", _ აცხადებს აზაროვი.