ხვალ, 4 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სპონსორთან - „ნატახტართან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
როგორც ცნობილია, კომპანია "ნატახტარი" 2011 წლიდან ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია და აღნიშნული სტატუსი 2013 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლამდე გახანგრძლივდება.