სოხუმის რაიონში 9 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. გოგონას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობოდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მოკლული 2004 წელს დაბადებული ვარჯინე სუმენელიანია.
გოგონა მამამ იპოვა, რომელმაც მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო რაც მან სკოლიდან მოსვლა დააგვიანა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
გოგონას ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები