აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ვლადისლავ სურკოვის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.აფხაზური მედიის ინფორმაციით, ნურგალიევი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, მან ასევე გამართა შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. უშიშრობის საბჭოს მდივანთან. ამას გარდა, ნურგალიევის განცხადებით, მასთან ერთად აფხაზეთში კიდევ ერთი ჯგუფი ჩავიდა - რუსეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს სპეციალისტები, რომლებიც ტყვარჩელის რაიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას შეისწავლიან.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ნურგალიევი აფხაზეთის რამდენიმე რეგიონის მონახულებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები