რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, მავთულხლართების გავლება განაახლეს. თუმცა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია დატოვეს და ბაზაზე დაბრუნდნენ.
,სადემარკაციო სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.