ოსი სეპარატისტები საკუთარ ე.წ. უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დროთა განმავლობაში მავთულხლართები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ გაჩნდა წარსულში დარჩება. მან ნაცვლად იქნება ღობე და საინფორმაციო ბანერები. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„ იქნება მხოლოდ ღობე და საინფორმაციო ბანერები. ჩვენი საზღვრის დაცულობას ადამიანები და ტექნიკა უზრუნველყოფს, როგორც ეს თანამედროვე მსოფლიოში ხდება.
მათივე ინფორმაციით, ბანერები ოსურ, რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე დროთა განმავლობაში საზღვრის მთელს პერიმეტრზე გათავსდება.
„გარკვეულ ადგილებში უნდა გაკეთებულია ღობე და დაფინანსების შემოსვლის პარალელურად მისი გავლება გაგრძელდება ქართულ-ოსური მონაკვეთის მთელს სამხრეთ მონაკვეთზე", - იუწებიან სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბანერი ღია ველზეა დამონტაჟებული ისინი „სახელმწიფო საზღვარს მკაცრად მიუყვებიან".
მასალის გამოყენების პირობები