დღეს, 10 მარტს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 9 აუქციონი გაიმართა.
ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 350 დღის დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 20 000 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 6 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 1 განაცხადი.
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.540%, მაქსიმალური 6.540%, საშუალო შეწონილი 6.540%.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №10 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.