ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემდეგ საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში ჩავიდნენ. ფილიტ ლეფორი (ევროკავშირი) და ანტი ტურუნენი (გაერო) აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყო ეუთოს ახლადდანიშნული წარმომადგენელი ანჟელო გნედინგერი.
შეხვედრაზე ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ „აუცილებელის ტემპის შენარჩუნება მაქსიმალურ შედეგების მისაღწევად" და რომ მიუხედავად სირთულეებისა აფხაზური დელეგაცია წარმატებაზეა ორიენტირებული.
ამაზე ფილიპ ლეფორმა ჩირიკბას შეახსენა, რომ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ „ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია მონაწილეებზე და არა თანათავნჯდომარეებზე".
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორგი რაუნდი 17-18 დეკემბერსაა დაგეგმილი.