ოკუპირებულ აფხაზეთში 15 000 ადამიანი ნარკომანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დაახლოებით 6 % ნარკოდამოკიდებულია. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკური პარტიის მიერ გაკეთებულ ანგარიშშია საუბარი. აღნიშნულ თემაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მრგვალი მაგიდა გაიმართა.
„პატარა აფხაზეთისათვის 15 000 ნარკომანი - ეს კატასტროფაა. ეს ოფიციალური ციფრებია. 2010 წელს 13 ნარკოდამოკიდებული მოზარდი იყო დაფიქსირებული ჩვენი ნარკოლოგიური განყოფილების მიერ. 2012 წელს კი უკვე 19, მათ შორის 8 გოგონა",_ განაცხადა პარტიის წევრმა და ამ საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა დანიილ უბირიამ და აღნიშნა, რომ გაგრაში რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა ორგანიზაცია „ანონიმური ნარკომანი" სადაც ისინი ვინც ეს მანკიერი მანკიერი ჩვევა დაძლია სხვას ეხმარებიან.