11 მარტს, 12.30 საათზე მობილური ოპერატორი კომპანია "ბილაინი" მარნეულში აბონენტთა გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს გახსნის. ბილაინის ახალი ოფისი ქალაქის ცენტრში, რუსთაველის #№66-ში მდებარეობს, სადაც მარნეულის მცხოვრებლებს შესაძლებობა ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ტიპის მაღალხარისხიანი მომსახურება.
"კომპანია ბილაინის აბონენტთა ბაზა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენც, შესაბამისად ვცდილობთ უფრო მეტი კომფორტის შექმნას ჩვენი აბონენტებისთვის. ამჯერად, მარნეულში ვხსნით გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს, სადაც ბილაინის აბონენტებს სასიამოვნო გარემო და მაღალხარისხიანი მომსახურება დახვდებათ. გარდა ამისა, მარნეულის მოსახლეობას სპეციალურად მათთვის მორგებულ პირობებს შევთავაზებთ, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახდეს მათთვის ჩვენი სერვისით სარგებლობა", - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.