ძიუდოს ფედერაციაში იაპონიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელებენ. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყოფიანმა განმარტა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციაში აღმასკომი და სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბება.
,, ინფორმაცია გვაქვს, რომ ძიუდოისტების მხრიდან დისციპლინური წესის დარღვევა მოხდა. ამ საკითხში თავიდანვე ჩავერიეთ, ჩაერია ჩვენი საელჩოთ. შესაბამისად ძიუდოს ფედერაცია იმსჯელებს ამის შესახებ. ძიუდოს ფედერაციაში, როგორც ვიცი, შეიკრიბება აღმასკომი და სადისციპლინო კომიტეტი და აქედან გამომდინარე გვეცოდინება რა მოხდა", _განაცხადა ლევან ყოფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები იაპონიიდან გამოაძევეს. ქართველი მოჭიდავეები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და გამოძევების მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა, ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.