ოკუპირებული აფხაზეთი ტყვარჩელში გავრცელებული ნაწლავური ინფექციის გამო დახმარებას რუსეთს სთხოვს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა თავისი ე.წ. მთავრობის ჯანდაცის „მინისტრს" რუს „კოლეგებთან" დაკავშირება დაავალა. ეს გადაწვეტილება ანქვაბმა ტყვარჩელის მონახულების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სავარაუდოდ დღეს აფხაზეთში „როსპოტრებნადზორის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩავა.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულებებს „მწვავე ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით სამი დღეღამის განმავლობაში 200 ზე მეტმა ადამიანმა მიაკითხა.
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა თავის ნდობით აღჭურვილ პირებთან და ამომრჩევლებთან დღეისათვის დაგეგმილი შეხვედრა გადადო.
მასალის გამოყენების პირობები