შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებას შსს მომავალ კვირას დიპლომატებს გაცნობს.
„შსს მომავალ კვირას გეგმავს უკვე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს", - აცხადებს სუჯაშვილი.
მისვე თქმით, ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთთან დაახლოებით 150 მეტრის სიგრძეზე არის ჩარჭობილი წითლად შეღებილი ბოძები, რომლებზეც შემდგომ ხდება მავთულხლართების ინსტალაცია.
„ამ ბოძებზე, დაახლოებით 50 მეტრზე უკვე ინსტალირებულია მავთულხლართები.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რა თქმა უნდა, ჩაყენებულია საქმის კურსში. თქვენ ალბათ იცით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვედანაყოფებთან ერთად პატრულირებს აღნიშნულ რეგიონში", - აცხადებს დეპარტამენტის დირექტორი.