სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია ჰოტელში" უკვე მეხუთედ რჩეული ბრენდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კომპანია "Global ideaა"-მ და გაზეთმა "Financial"-მა ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით განახორციელა.
"წლის ინიციატივის" ნომინაციაში ქალაქის რებრენდინგის იდეით თბილისის მერიამ გაიმარჯვა, სულ 2009 წლის "ოქროს ბრენდის~ დაჯილდოების ცერემონიაზე, რჩეულ ბრენდად, სხვადასხვა სფეროს 30-ზე მეტი კომპანია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეხუთედ, ფარმაციის წლის რჩეული ბრენდის ტიტული "PSP"-მ მიიღო.
2009 წლის 23 დეკემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილისა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ "ქართული ბრენდის დღეზედაც" რჩეული "პე-ეს-პე" იყო.