რუსულმა სოციალურმა ქსელმა „ვ კონტაკტე"-მ შესაძლოა აფხაზეთი ცალკე ქვეყნად აღიაროს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, „ეკატერინბურგ-ტვ"-ს წამყვანმა ოქსანა მაკლიაკოვამ „პატარა მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდასაჭერად სოციალური ქსელის „ვ კონტაკტე"-ს დამფუძნებელს პაველ დუროვს ღია წერილი მისწერა".
„აღმოჩნდა, რომ რუსეთში ყველაზე მსხვილ სოციალური ქსელის ქვეყნების ჩამონათვალში არ არის სახელმწიფო - აფხაზეთი და ყველა აფხაზური ქალაქი ავტომატურად საქართველოს მიეკუთვნება. „მოდით მხარი დავუჭიროთ აფხაზეთს" - სთხოვს დუროვს ოქსანა", _ წერს აფხაზური მედია.
მათივე ინფორმაციით, წერილზე პასუხი სოციალური ქსელის ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კრუგლობმა გასცა. „ვნახოთ, რა შეიძლება მოვახერხოთ აფხაზეთთან მიმართებაში", _ განაცხადა კრუგლოვმა.