ქალაქ ტყვარჩელის საავადმყოფოში ენტეროვირუსული ინფექციის დიაგნოზით 80-ზე მეტი ბავშვია მოთავსებული. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ განაცხადა, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაავადებულთა საშუალო ასაკი 17 წელია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით არის გადამდები. დაავადებულტაგან ათი ბავშვი სოხუმის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
მარშანიას განცხადებით, მიმდინარეობს სასმელი წყლის შემოწმება. ადგოლობრივ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოცხადებულია კარანტინი.
მასალის გამოყენების პირობები