რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში ე.წ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გორის რაიონის სოფელ დიდი ხურვალეთის მკვიდრმა 1985 წელს დაბადებულმა გოჩა გიორგის ძე მაკიშვილმა „სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა". - წერენ სეპარატისტები.
რუსმა ოკუპანტებმა დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს. მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ დაკავებულს დაკავებისას პიროვლების დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდა ამჟამად მისი პიროვნების დასადასტურებლად სამუშაოები მიმდინარეობს", _ წერენ სეპარატისტები.