გალის რაიონის სოფელ სიდას მკვიდრი ციალა ლეჟავა თავისი საკარმიდამო ნაკვეთიდან გაიტაცეს. ბოროტმოქმედები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახს და მძევლის გათავისუფლებაში გარკვეული თანხა მოითხოვეს, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ხათუნა გუჩუა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს თანხის რაოდენობა, რომელიც გამტაცებლებმა მოითხოვეს უცნობია.
"ჩვენთვის თანხის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ოჯახმა ამის შესახებ საუბარი არ ისურვა. ოჯახმა ასევე არ ისურვა იმაზე საუბარი თუ რა ენაზე საუბრობდდნენ გამტაცებლები", _ აცხადებს გუჩუა, რომელიც ასევე ადასტურებს გალის რაიონში მომხდარ მეორე გატაცების ფაქტს.
„სოფელ ზემო ბარღებიდან გატაცებულია გოგიტა ძანძავა. გამტაცებლები იქაც გამოსასყიდს ითხოვენ. არ ზანძავების ოჯახი საუბრობს ღიად ამ ფაქტზე. ისინი არც გამოსასყიდად მოთხოვნილი თანხის რაიოდენობას ასახელებენ და არც ბოროტმოქმედების სავარაუდო ვინაობას",_ აცხადებს გუჩუა სააგენტოსთან საუბარში.