დღეს, 26 ნოემბერს ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხინვალში ჩასული თანათავმჯდომარეები ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური დელეგაციის წევრებთან გამართავენ შეხვედრას.
შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინრე წლის 17-18 დეკემბერს გაიმართება.