ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივების ნაკვეთებში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. სხვა მოსაზღვრე სოფლებისგან განსხვავევით მათზე წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზეა.
შს სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სიტუაციას ადგილზე სწავლობენ. ძალოვანი უწყებაში ასევე ამბობენ, რომ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილავენ. გარდა ამისა, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ევროკავშირის დამკვირვებლებს უკვე მიაწოდეს.
„ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ამსახველი ტრაფარეტების მონტაჟი ხდება ჩვენი მოსახლეობის მიერ დამუშავებულ მიწებზე. მოსახლეობის დაცულობიდან გამომდინარე აუცილებლად გავაძლიერებთ პატრულირებას, ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს. ევროკავშირის სადამვირვებლო მისია ჩართულია ამ პროცესში. ამას აუცილებლად დავაყენებთ ჟენევის შეხვედრაზე", _ აცხადებს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი აუცილებლად დადგება ერგნეთის შეხვედრებზე.