რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის საკითხებში ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში ჩავიდა. სურკოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სურკოვის ვიზიტი აფხაზეთში სამუშაო ხასიათისაა.
„ვიზიტის ფარგლებში სურკოვი იმ ობიექტებს მოინახულებს, რომლებიც ინვესტიციებს საჭიროებენ. დილიდან იგი ასევე ესტუმრა სოხუმის რაიონში არსებულ ვაშლის პლანტაციებს",_ იუწყება აფხაზური მხარე .
ხვალ, ვიაჩესლავ სურკოვი შეხვედრებს გამართავს აფხაზ ე.წ. პარლამენტარებთან და საზოგადოების წევრებთან.