ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე, რომელიც 17-18 დეკემბერს არის დანიშნული მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებას შეძლებენ.
მისივე თქმით, ჟენევაში მიმდინარეობა არა მხოლოდ მოლაპარაკებები არამედ ლოკალური მასშტაბის დიპლომატიური ომი სადაც მხარეებს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.
„დამოუკიდებლობის მოპოვება ბრძოლაა. ჟენევაში მიმდინარეობს არა უბრალოდ დისკუსია, არამედ ლოკალური მასშტაბის დიპლომატიური ომები. მიდის მხარეთა პოზიციების დაცვა, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პროგრესის მიღწევა მართლაც ძალიან რთულია",_ განაცხადა ჩირიკბამ.