ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხის შეტანა. განცხადება ამის შესახებ ჩირიკბამ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას გააკეთა.
ჩირიკბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
„მან განაცხადა, რომ თავისი ევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით აშშ ხელს არ შეუშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეებს ვიზის აღებაში რომლებიც აშშ-ს მონახულებას მოისურვებენ", _ განაცხადა ჩირიკბამ.