დღის მეორე ნახევარში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარიშხალია მოსალოდნელი. ძლიერი ქარი დღის ბოლომდე გაგრძელდება. უამინდობას დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასები განაპირობებს.
დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექიც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. მოსალოდნელი ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-ია. მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, დილიდან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.