ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა რაუნდი, რომელიც მიმდინარე წლის 17 -18 დეკემბერს არის დანიშნული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს წერტილს დაუსვამს. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე ჩირიკბამ სინანული გამოხატა იმასთან დაკავშორებით, რომ მოლაპარაკებების გასულ რაუნდზე ყველა მხარე, გარდა ქართულისა მზად იყო მიეღო ერთობლივი განცხადება ძალიან გამოუყენებლოს შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ დროს აღნიშნა, რომ მომდევნო რაუნდი ამ საკითხს წერტილს დაუსვამს.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თავად შეთახმების გაფორმების მიღწევისათვის. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოს მომავალში ჩვენ მის ხელმოწერამდე მივალთ",_ განაცხადა ჩირიკბამ.