სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, 2014 წელს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის სახით, ამოქმედდება თავისუფლების შეზღუდვა, - - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლემენტში სიტყვით გამოსვლისას.
"თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დასაქმების პარალელურად, ძირითადი პრიორიტეტი იქნება მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და პროფესიული სწავლება. დაცული იქნება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რელიგიური უფლებები, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. .