მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში 3,3 მილიარდ რუბლზე მეტი გადარიცხა. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ გააკეთა.
„2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დარჩენილი ფინანსური დახმარების მოცულობამ 1 146 952,3 ათასი რუბლი შეადგინა, რომელიც რესპუბლიკას სრულად აღმოეჩინება რუსული ფინანსური დახმარების გამოყოფის დადგენილი განრიგის შესაბამისად",_ განაცხადა დელბამ.