დღეს, 10 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 9 აუქციონი გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 8 აუქციონი 2 მარტს გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 32 500 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 14 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 11 განაცხადი.
აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 4.000%, მაქსიმალური 5.250%, საშუალო შეწონილი 4.929 %.