სოხუმში მოსკოვის კულტურულ-საქმიანი ცენტრი „დომ მოსკვი" („მოსკოვის სახლი") გაიხსნა. აფხაზური მედიის ინფორაციით, გახსნაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა, აფხაზეთში მოსკოვის ე.წ. ელჩმა და რუსეთის მთავრობის წევრებმა.
სიმბოლური კაფსულა „მოსკოვის სახლის" აგების ადგილზე ჯერ კიდევ 2006 წელს მოსკოვის მაშინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა და აფხაზ სეპარატისტთა აწ გარდაცვლილმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჩადეს.
გახსნაზე ალესანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ამ შენობაში ამიერიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს სხვა და სხვა სფეროებში განავითარებენ.
შენობის გახსნაზე წითელი ლენტი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელთან ერთად გადაჭრა.