8 დან 15 ნოემბრამდენ პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვის „უკანონოდ გადაკვეთის" ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს.
ოსური ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტი იუწყება, მათ დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
„საქართველოს მოქალაქის, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მცხოვრების დიმიტრი ვაჟას ძე გაბუევის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება", _ იუწყებიან სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ადრე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს დადანაშვილ გიორგისა და ელიზაროვ ალექსანდრეს 2000 რუსული რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. სავარაუდოდ მათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ სეპარატისტები ჩვეული მეთოდით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გამოაძევებენ.