აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „რუსეთის რკინიგზის" წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე „ვესიოლოე-სოხუმის" მონაკვეთის სარკინიგზო ლიანდაგის ფუნქციონირების საკითხი განიხილებოდა.
რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა ანქვაბს განუცხადეს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის სრულყოფას სჭირდება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
რუსეთის ტრანპორტის სამინისტროსა და რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მონაკვეთი სოხუმიდან - დონის როსტოვამდე ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს და მგზავრთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მომავალი ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოხატეს. ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა განიხილოს ურთიერთმომგებიანი წინადადებები, რომლებიც აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონორებას ეხება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები