სოხუმში რუსეთ-აფხაზეთის მეხუთე საქმიანი ფორუმი იხსნება სახელწოდებით „აფხაზეთი. რუსეთი 2008-2013: თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ხუთი წელი". ფორუმის ძირითადი მოვლენები იქნება პლენარული სხდომისა და ხუთი მრგვალი მაგიდის ჩატარება.
ფოუმში მონაწილე რუსეთის ფედერაციის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უცხო ქვეყნებთან რეგიონალური და კულტურული კავშირების განყოფილების უფროსი ვლადიმერ ჩერნოვი ხელმძღვანელობს. ფორუმზე წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის სამინისტროებიც.