თბილისის მერი გიგი უგულავა ვაკეში "ნექსთის" საფირმო მაღაზიის გახსნას დაესწრო.
"ამ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია საკმაოდ ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. მსგავსი ბრენდების გამოჩენა იმედს ბადებს მძიმე ეკონომიკური სიტუაციის ფონზე. სწორი საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლებელია, ინვესტორების მოძიება და დამკვიდრება თბილისში", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე კიდევ 25 ადამიანი დასაქმდა. მერია ინვესტორებს ამ თვალსაზრისით მომავალშიც ხელს შეუწყობს.