ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 522 ე.წ. რეპატრიანტია „დაბრუნებული". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.
კომიტეტის ე.წ. ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ ანქვაბს განუცხადა, რომ ამ დროისათვის სირიიდან აფხაზეთში „დაბრუნებულია" 522 რეპატრიანტი.
ამას გარდა, აფხაზური მხარე აღნიშნავს, იმასაც, რომ მათ ვისაც აფხაზეთში „დაბრუნება" სურს მათ წერილობითი განცხადება უნდა დაწერონ იმის შესახებ, რომ ისინი „ისტორიულ სამშობლოში" საცხოვრებლად დარჩენას აპირებენ.