ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს იტალიისა და სან-მარინოს მთავრობებისგან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნაზე ჯერ ჯერობით პასუხი არ მიუღია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„ჩვენი წერილის მიღების ფაქტი დადასტურებულია. ველოდებით", _ აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოსა და სან-მარინოს კაპიტან-რეგენტს შესაბამისი თხოვნის წერილები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბროის დასაწყისში გაუგზავნეს. ამის შემდეგ კი ამავე შინაარსის წერილები 4 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაგზავნილი იქნა იტალიისა და სან-მარინოს პარლამენტებში.