რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა ნოდიკ კვიწინიამ ე.წ. სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თხოვნის შესახებ განცხადება თავად დაწერა. მან ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერს ამ თხოვნით დღეს მიმართა.
მის განცხადებას ე.წ. აფხაზური პარლამენტი 12 ნოემბერს განიხილავს. ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ვალერი ბგანბამ ასევე განაცხადა, რომ ე.წ.პროკურატურამ „პარლამენტის" თხოვნა დააკმაყოფილა და ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ პირველად აფხაზურმა „პარლამენტმა" კვიწინიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე უარი განაცხადა. ამას რუსულ პრესაში და საექსპერტო საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუსულ პრესის კრიტიკით შეშინებულმა აფხაზმა „პარლამენტარებმა" პოზიცია შეცვალეს.
რუსულ პრესაში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ გამოთქმულმა პრეტენზიებმა და აგრესიულმა პუბლიკაციებმა თავისი შესდეგი გამოიღო. რუსეთის რეაქციით შეშინებული აფხაზური ე.წ. პარლამენტი, რუსი ბიზნესმენისა და მისი მეგობარი ქალი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ. დეპუტატის ნოდიკ კვიწინიასათვის ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხის ხელახლა განსახილველად შეიკრიბა.
რუსული მედია ინტენსიურად წერდა „უმადურ აფხაზებზე", მათ „ამგვარ მადლიერებაზე" რუსეთის მიმართ. იმაზე, რომ „აფხაზურმა პარლამენტმა რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაიცვა", რომ ე.წ. აფხაზურმა პარლამენტმა უარი განაცხადა „რუსეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დეპუტატისათვის ხელშეუხებლობა მოეხსნა".
სერგეი კლემანტოვიჩისა და ოქსანა სკარედნოვას დასახიჩრებული ცხედრები ოჩამჩირის რაიონში მდებარე ერთ ერთ მიგდებულ ჭაში აღმოაჩინეს. ბიზნესმენი და მისი მეგობარი ქალი ერთი წლის წინ გაუჩინარდნენ.