ადამიანი, რომელიც 23 წლის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს თავს მისი ლიკვიდაციის მიზნით დაესხა, გაკეთებულს არც ახლა ნანობს და აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრობს.
ზეინკალი, რომელმაც გორბაჩოვს ორჯერ ზედიზედ ესროლა მაგრამ ააცილა ალექსანდრე შმონოვი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს.
კითხვაზე ნანობს თუ არა ჩადენის ამდენი წლის შემდეგ შმონოვი პასუხობს:
„სულაც არა! არც არასოდეს მინანია ის, რომ გორბაჩოვს დავესხი თავს. ერთადერთი რასაც მე ვნანობდი იყო ის, რომ თავდასხმა უშედეგო გამოდგა", _ აცხადებს შმონოვი და აღნიშმავს, რომ ერთ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მან გორბაჩოვის მოკვლა გადაწყვიტა იყო ის რაც მან ბაქოსა და თბილისში ჩაიდინა.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მე გორბაჩოვის მოკვლა გადავწყვიტე იყო ის, რომ ის დამნაშავე იყო თბილისსა და ბატოში სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაში. 1989 წლის 9 აპრილს - თბილისში და 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში", _ აცხადებს შმონოვი.
მისივე თქმით, დაპატიმრების შემდეგ მას უკვე აიძულებდდნენ ისეთ აღიარებით ჩვენებებზე მოეწერა ხელი სადაც გორბაჩოვზე თავდასხმის სულ სხვა მიზეზები იყო დაწერილი.
„ფსიქიურად დაავადებულადაც გამომაცხადეს. თუმცა იარაღი მე იარაღის მაღაზიაში შევიძინე, სრულიად ღიად. იარაღის ყიდვის ნებართვა მილიციაში მომცეს, მას შემდეგ რაც წარვადგინე სამედიცინო ცნობა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.
1991 წლის ოქტომბერში გორბაჩოვისა და ლუკიანოვიუს მკვლელობის მცდელობის გამო სასამართლომ მე პატიმრობა გაურკვეველი ვადით მომისაჯა ანუ მომისაჯა მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაურკვეველი ვადით", - აცხადებს ალექსანდრე შმონოვი.
მისივე თქმით, გათავისუფლებს შემდეგ ის რამდენჯერმე ეცადა გორბაჩოვთან შეხვედრას თუმცა ის მასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.