ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტთა რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრობენ. სეპარატისტები იუწყებიან, რომ 2012 წელთან შედარებით ეს ციფრი წელს 60 % გაზრდილი.
ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხრიპს ჯოპუა აცხადებს, რომ 1993 წლიდან დღემდე პერიოდში დარეგისტრირებული „თანამემამულეების" რაოდენობა 7 532 ადამიანს შეადგენს. მან დააზისტა, რომ ეს სრულწლოვანი მოსახლეობაა 18 წლის ასაკის და ზევით.
მისივე თქმით, მთავარი თემა დღეისათვის - სირიის პრობლემაა და „დაბრუნებული რეპატრიანტების" ცხოვარება სასტმროებსა და სანატორიუმებში ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„მიმდინარე წლის მაისიდან დახარჯულია 117 მილიონ რუბლზე მეტი. მრავალი მიიჩნევს, რომ კომიტეტს ბევრი ფული აქვს - ეს ასე არ არის. ჩვენი კომიტეტის ვალი დღეისათვის დაახლოებით 35 მილიონი რუბლია. კომიტეტის ყოველთვიური დანახარჯი რეაპტრიანტებზე 2, 5 მილიონ რუბლს შეადგენს. ფონდის ბიუჯეტი დღეისათვის 87 % -თაა შესრულებული ვალის ჩათვლის გარეშე, სულ კი ის 99 მილიონ რუბლს შეადგენს", _ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები