თურქეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლას უახლოეს მომავალში 17 ოჯახი გეგმავს. შესაბამისი თხოვნით მათ ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტს უკვე მიმართეს.
ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხრიპს ჯოპუა აცხადებს, რომ ეს 17 განაცხადი კომიტეტმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიიღო.
ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტში ამჟამად სულ 380 განცხადებაა, რომელიც საცხოვრებლის მიღების თხოვნის შესახებაა დაწერილი.
„ამ განცხადებებიდან 18 ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეებს ეკუთვნის, რომლებიც საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ", _ აცხადებს ჯოპუა.
მასალის გამოყენების პირობები