რუსულ პრესაში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ გამოთქმულმა პრეტენზიებმა და აგრესიულმა პუბლიკაციებმა თავისი შესდეგი გამოიღო. რუსეთის რეაქციით შეშინებული აფხაზური ე.წ. პარლამენტი, რუსი ბიზნესმენისა და მისი მეგობარი ქალი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ. დეპუტატის ნოდიკ კვიწინიასათვის ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხის ხელახლა განსახილველად შეიკრიბა.
ე.წ. პარლამენტს სპიკერმა განაცხადა ისიც კი განაცხადა, რომ ე.წ. პარლამენტის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით დაატებითი ინფორმაცია წარმოადგინოს.
„ჩვენ გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და ამიტომაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ ჩვენ კი არ ვყიდით ჩვენს კოლეგას, არამედ საშაულებას ვაძლევთ მას და პროკურატურას რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად დამაჯერებელ მასალებს წარადგენს პროკურატურა", _ განაცხადა ე,წ, სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიასა და საექსპერტო საზოგადოებაში, სეპარატისტული აფხაზეთის მწვავე კრიტიკა მიმდინარეობს. ამის მიზეზი, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გამართული კენჭისყრა გახდა, რომლის დროსაც აფხაზურმა პარლამენტმა რუსეთის ორი მოქალაქის, ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილ აფხაზ ე.წ. დეპუტატს ნოდიკ კვიწინიას ხელშეუხებლობა არ მოუხსნა.
რუსული მედია ინტენსიურად წერს „უმადურ აფხაზებზე", მათ „ამგვარ მადლიერებაზე" რუსეთის მიმართ. იმაზე, რომ „აფხაზურმა პარლამენტმა რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაიცვა", რომ ე.წ. აფხაზურმა პარლამენტმა უარი განაცხადა „რუსეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დეპუტატისათვის ხელშეუხებლობა მოეხსნა".
სერგეი კლემანტოვიჩისა და ოქსანა სკარედნოვას დასახიჩრებული ცხედრები ოჩამჩირის რაიონში მდებარე ერთ ერთ მიგდებულ ჭაში აღმოაჩინეს. ბიზნესმენი და მისი მეგობარი ქალი ერთი წლის წინ გაუჩინარდნენ.