საავტომობილო ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოვებას - "ოქროს საჭე 2013-ს" საქართველოშიც მართავს. "ოქროს საჭე 2013" წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს.
"ოქროს საჭე 2013-ის" კონკურსის საქართველოში დაწყების საზეიმო ცერემონიალს „ნისანის" ცენტრმა უმასპინძლა. მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ქონათ მონაწილეობა მიეღოთ Test Drive - ში და თავად შეეგრძნოთ უახლესი საავტომობილო მოდელების შესაძლებლობები და უპირატესობები.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა „პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე „ვისოლის" ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს. დამატებით, "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსის ფარგლებში, ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას ჩაერთოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის პროცესში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი.
„"ოქროს საჭე" გერმანიაში 1976 წლიდან დაიწყო და დღეს "საავტომობილო ოსკარის" სახელწოდებითაა ცნობილი. წელს საქართველო, ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად, აწყობს დაჯილდოვებას, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელს საქართველოში წარმოაჩინოს თავისი უხლესი მოდელები, უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს მათი უპირატესობები და გახდეს "ოქროს საჭე 2013"" - აცხადებს „აუტო ბილდ საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერი ლაშა წიკლაური.
ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართულნი არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.
„"ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისათვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი" საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, "ვისოლი" მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა", - აცხადებს „ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.