რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისათვის 1 დან 8 ნოემბრის ჩათვლით შვიდი ადამიანი დააკავეს. მათ შორის საქართველოს ორი ორი მოქალაქე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი და რუსეთს ორი მოქალაქე.
„საქართველოს ორი მოქალაქის გიორგი არჩილის ძე დადანაშვილის და ალექსანდრე ვიტალის ძე ელიზაროვის მიმართ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იხილება საკითხი მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.