აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა ე.წ. დეპუტატის ნოდიკ კვიწინიას, რომლის სახელსაც აფხაზეთში მოღვაწე ცნობილი რუსი ბიზნესმენის სეიგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელკობას უკავშირებენ ხელშეუხებლობა არ მოუხსნა.
აფხაზ „დეპუტატებს" კვიწინისათვის ხელშეუხელბლობის მოხსნის თხოვნით ე.წ. გენპროკურორმა საფარბეი მიქანბამ მიმართა, იმისათის რათა გამოძიებას მისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების უფლება ჰქონოდა.
დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას ხმა 16 ადამიანმა მისცა. გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ორი ხმა დააკლდა.
ე.წ. გენპროკურორის ინფორმაციით, კლემანტოვიჩს კვიწინიასთვის 2 მილიონი აშშ დოლარ უნდა გადაეხადა და სავარაუდოდ, მკვლელობა იმის გამო მოხდა, რომ ბიზნესმენს „პარლამენტისათვის" მხოლოდ 580 000 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა.
თავად ნოდიკ კვიწინია ყველა ბრალდებას არყოფს.
ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. გენპროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მრავალი კითხვა არსებობს. ამაზე მიქანბამ განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც პირადად ნოდიკ კვიწინიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული.
რამდენიმე „დეპუტატმა" ასევე განაცხადა, რომ ეს საქმე იმდენად რეზონანსულია და ინდენად ურტყამს აფხაზეთის პრესტიჟს, რომ კვიწინიამ თავად უნდა დაწეროს განცხადება ხელშეუხებლობის მოხსნის თხოვნის შესახებ და მისცეს საშუალება გამოძიებას ან დაადასტუროს ან უარყოს მისი ბრალი. ხელშეუხებლობის მოხსნა კი „დეპუტატის" დაპატიმრებას ნიშნავს. კვიწინიამ კოლეგების ეს რჩევა არ მიიღო და განაცხადა, რომ განცხადებას არ დაწერს.