ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო მოძრაობა ხალხთა უფლებების დაცვის კოორდინატორი ბესლან კობახია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ვოლსკიმ განაცხდა, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო - არ არსებობს.
„რამდენიმე მოსაზრება მინდა გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით: 1. ბატონი ვოლსკი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აფხაზეთი არსებობს, ვინაიდან შეუძლებელია ისაუბრო იმაზე, რაც არ არსებობს. 2. აფხაზეთი არის გაეროს ექვსი წევრი-სახელმწიფოს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო და თუ ამის დანახვა ბატონ ვოლსკის არ სურს, ამის გამო, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერსად ვერ გაქრება. 3. ვოლსკის მსგავსი პოლიტიკოსების დრო დრულდება, ვინაიდან სწორედ ამგვარმა პოლიტიკოსებმა მიიყვანეს ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა დღევანდელ მდგომარეობამდა. მეტიც, ფუჭი და განუხორციელებელი ილუზიებით სწორედ ამგვარ პოლიტიკოსებს შეჰყავთ შეცდომაში საკუთარი ხალხიც და საერთაშორისო საზოგაოდებაც", _ ამბობს ბესლან კობახია.